×

16 ოქტომბერი, 2017

მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი" გაიხსნა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ გახსნას დაესწრო. მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტის" მშენებლობა 21 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო და 2015 წლის გაზაფხულზე განახლდა. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 84 მლნ ლარია. მეტროსადგურის მშენებლობაზე 2000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. „თბილისის უნივერსიტეტი“ თბილისის მეტროპოლიტენის რიგით 23-ე მეტროსადგურია.